რეზონანსი
(05.08.2022)

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ქუთაისში, გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთს ცეცხლი გაუჩნდა.

მომხდარის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა შეჯახების მიზეზი.

"მთავარი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე