რეზონანსი
(04.08.2022)

სიონის საკათედრო ტაძარში მომღერალ მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მომღერალს დღეს, მახათაზე მდებარე პანთეონში დაკრძალავენ.

„ძალიან ძნელია ჩემთვის მამუკა ონაშვილზე წარსულში ლაპარაკი. საოცარი ადამიანი იყო. იშვიათი მეგობარი და მოქალაქე. დღეს ამ ტკივილით მან შეძლო საზოგადოების გაერთიანება. წარმოუდგენელია მამუკას წასვლა ასეთ ახალგაზრდა ასაკში . ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი", - განუცხადა ჟურნალისტებს მუსიკოსმა გია ბაღაშვილმა, რომელიც სიონის საკათედრო ტაძარში, პანაშვიდზე მივიდა.

სიონის საკათედრო ტაძარში, ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღეა მიმდინარეობს. მომღერალს პატივი მიაგეს მეგობრებმა, ახლობლებმა, კოლეგებმა. ასევე დღეს პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 30 ივლისს, ნატახტართან ავარიას ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე