რეზონანსი
(04.08.2022)

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის საჭირო ოთხი კომპონენტი დაასახელა.

„რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის საჭიროა სწორი პოზიცია. ის ოთხი კომპონენტისგან შედგება:

1. შორი მოქმედების არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და ATACMS-ის რაკეტები, რათა რუსეთის ლოგისტიკა გავანადგუროთ;

2. საჰაერო თავდაცვის სისტემები ქალაქების დასაცავად;

3. მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატები - საუკეთესო მონადირეები;

4. ჯავშანტექნიკა კონტრიერიშებისთვის", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე