რეზონანსი
(30.07.2022)

62 წლის ასაკში ავტოკასტასტროფის შედეგად, გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავარი, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე ხუფენია გარდაიცვალა.  შემთხვევა ცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, მარტყოფთან, მოხდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ფაქტს ადასტურებს გამოცემა მსოფლიო საეკლესიო სიახლენი.

მეუფე დამიანე, ერისკაცობაში, მამუკა ხუფენია, ბერად 2004 წელს აღიკვეთა, ეპისკოპოსი კი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით, 2013 წელს გახდა. 

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, როგორც ამ ეტაპზე დგინდება, ავტომანქანას მართავდა მძღოლი, შემთხვევის შედეგად დაშავებულები სხვა პირები კი გადაყვანილი არიან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე