რეზონანსი
(30.07.2022)

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით, რუსეთის სამხედრო დანაშაულები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ესტონეთის მთავრობის მეთაური ასე გამოეხმაურა გუშინ ელენოვკაში განხორციელებული დარტყმის შედეგად უკრაინელი სამხედრო ტყვეების გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

„ჩვენ ვხდებით რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი და საზარელი დანაშაულების მოწმეები. უკრაინელი სამხედრო ტყვეების მასობრივი მკვლელობა ელენივკაში ასახავს ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცლებს. სამხედრო დანაშაულები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი", - განაცხადა კაია კალასმა.

ცნობისთვის, დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილის პრორუსულმა „ბოევიკებმა" 50-მდე უკრაინელი სამხედრო ტყვის გარდაცვალების შესახებ განაცხადეს, რომელიც ოკუპირებული ელენოვკას კოლონიაში იყო განთავსებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე