რეზონანსი
(30.07.2022)

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო, გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„სამძიმარს ვუცხადებთ საგანგებო სიტუაციების მართვისა და პირველადი რეაგირების პერსონალის დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მათი ტრაგიკული დაღუპვის გამო", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე