რეზონანსი
(30.07.2022)

"უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამო მტერი პასუხს აგებს. თუ რომელიმე მკვლელი ფიქრობს, რომ სადმე დაიმალებიან და პასუხს არ აგებენ, ცდებიან. ვერც გეოგრაფია, ვერც დრო და ვერც საზღვარი ვერ შეგვაჩერებს. ელენოვკაში მომხდარი რუსების მიერ ჩადენილი, მორიგი მიზანმიმართული სამხედრო დანაშაულია. ჩვენი 50-ზე მეტი მეომარი დაიღუპა. როცა ეს ბიჭები ტყვედ ჩავარდნენ, წითელი ჯვარი და გაერო მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გარანტორებად დადგნენ. მომხდარის გამო რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყანად უნდა გამოცხადდეს, ეს ტერორიზმის უმაღლესი დონეა. ჩვენმა დიპლომატებმა პარტნიორებს ყველა დეტალი გააცნეს, რუსეთი ვერავის ვერ მოატყუებს, ისინი პასუხს აგებენ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე