რეზონანსი
(30.07.2022)

"გაზპრომმა" ლატვიას გაზის მიწოდება შეუჩერა. ბუნებრივი აირის მწარმოებელი რუსული კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზის მიწოდების შეჩერების მიზეზი მოსკოვსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი სანქციებია.

რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე შეუჩერა პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, ნიდერლანებსა და დანიას. ზემოხსენებულმა ქვეყნებმა რუსული გაზის რუბლში შესყიდვაზე უარი განაცხადეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე