რეზონანსი
(30.07.2022)

„ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, ბლინკენი შიშობს, რომ რუსეთისთვის ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფო სტატუსის მინიჭება აიძულებს აშშ-ს, სანქციები დაუწესოს ზოგიერთ მოკავშირე სახელმწიფოს, რომლებსაც საქმიანი ურთიერთობები აქვთ რუსეთის ფედერაციასთან.

ამასთან, ბლინკენის მოსაზრებით, ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, რუსეთთან მინიმალურ დონეზეც კი დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნება გაძნელდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რუსეთის მიერ ჩეჩნეთში, სირიაში, საქართველოსა და უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებების გამო აღიაროს რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე