რეზონანსი
(30.07.2022)

გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა შორის მფრინავი ზაზა ლორიაცაა, რომელსაც 37-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

მფრინავი რომ გამხდარიყო, ზაზა ლორიამ სკოლის დასრულების შემდეგ საავიაციო სასწავლებელში ჩააბარა და ამ ოცნების ასრულებისთვის ყოველდღიურად მუშაობდა.

გადაცემა „იმედის გმირებმა" მფრინავ ზაზა ლორიაზე 2 წლის წინ სიუჟეტი მოამზადა, სადაც იგი მყინვარწვერზე ერთ-ერთ რთულ ფრენას იხსენებდა. მაშინ მაშველებმა ვერტმფრენიდან გამოძრომა მოახერხეს. გუდაურის ოპერაცია კი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

„საერთოდ, ვერტმფრენს უკნიდან როცა უბერავს ქარი, ეს ძალიან ცუდია, ყოველთვის შევდივართ წინა მხრიდან როდესაც გვიბერავს ქარი, მაგრამ მთებში ქარი ძალიან ხშირად იცვლება და აი, დაჯდომის მომენტში შეიცვალა ქარი და ვერტმფრენმა დაიწყო ვარდნა. ერთი რაც მოვასწარით, წამების ამბავი იყო, შემოგვეტრიალებინა ვერტმფრენი და გადაგვეგდო ხეობაში, მოგვცა იმ წამება საშუალება რომ გამოვმძვრალიყავით და წამოვსულიყავით. ასეთ დროს ალბათ არ ფიქრობ რომ პასუხისმგებლობა გაქვს, ხარ თავჩახრილი და მექანიკურად მოქმედებ, რომ გადაარჩინო ვერტმფრენი და გამოიყვანო ამ რთული მდგომარეობიდან", - იხსენებდა მფრინავი ორი წლის წინ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე