რეზონანსი
(30.07.2022)

რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოწოდებას „აზოვის" მებრძოლების სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით.

ერმაკის შეფასებით, მსგავსი მოწოდებების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ ტერორისტებსა და მხეცებს.

„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. 21-ე საუკუნეში დიპლომტიურ დონეზე იმის თქმა, რომ ადამიანები იმსახურებენ სიკვდილით დასჯას ჩამოხრჩობის გზით, შეუძლიათ მხოლოდ ტერორისტებსა და მხეცებს. რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოა. კიდევ რა მტკიცებულებებია საჭირო?"- განაცხადა ერმაკმა „ტვიტერის" გვერდზე.

ცნობისთვის, ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ „აზოვის" პოლკიის დატყვევებული მებრძოლების სიკვდილით დასჯისკენ მოუწოდა, სიკვდილით დასჯის ფორმად კი ჩამოხრჩობა მიუთითა. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს „ტვიტერის" გვერდზე გავრცელდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აზოვის" პოლკში ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან და დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე