რეზონანსი
(30.07.2022)

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი ამბობს, რომ გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული პირის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

ლევან რატიანის თქმით, მას გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, ახლა კი დაკვირვების ქვეშ ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება. რაც შეეხება მის მდგომარეობას, ექიმის განმარტებით, ის სტაბილურად მძიმე რჩება.

"პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა... იმყოფება დაკვირვების რეჟიმში ქირურგიულ დეპარტამენტში. ჩატარდა ქირურგიული ჩარევა, მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს, ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება", - თქვა ლევან რატიანმა.

წყარო: "მთავარი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე