რეზონანსი
(29.07.2022)

დღეს გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთის ვინაობა ცნობილია.

"თეთრი არაგვის ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის პილოტი პოლიციის პოლკოვნიკი ზაზა ლორიაა.

იგი 35 წელი პილოტი იყო, მან უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა", - წერია "ყველაფერი პოლიციის შესახებ"-გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე