რეზონანსი
(29.07.2022)

ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, მძიმე ფაქტია და აქ სიტყვების პოვნა ძალიან მძიმეა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკას" გუდაურში განუცხადა, სადაც რამდენიმე საათის წინ ვერტმფრენი ჩამოვარდა.

„სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს ამ ოჯახებისთვის. ჩვენ ალბათ მოგვიწევს კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე და რეგულაციებზე ფიქრი. ქედს ვიხრი ამ ადამიანების წინაშე და ვამაყობ, რომ საქართველოს ჰყავს ისეთი გმირი ადამიანები, რომლის თავგანწირვის მაგალითი დღეს ყველამ ვიხილეთ", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე