რეზონანსი
(29.07.2022)

პარაპლანის პილოტი, რომელიც დღეს ტურისტთან ერთად გუდაურში ჩამოვარდა, იმ პირის ძმაა, რომელიც 16 ივლისს იმ პარაპლანს მართავდა, რომელიც ხევში ჩავარდა. მაშინ შემთხვევას არაბი ტურისტი ემსხვერპლა.

ჩვენთვის ცნობილი ხდება ისიც, რომ ტურისტი, რომელიც დღეს პარაპლანით სარგებლობდა, დაიღუპა. ვერტმფრენი კი, რომელიც მოგვიანებით ჩამოვარდა და აფეთქდა, სწორედ მისი ცხედრის ამოსაყვანად და დაშავებული პილოტის დასახმარებლად მიდიოდა. 

პარაპლანით ფრენა მცირე ავიაციას ეკუთვნის და როგორც პროფესიონალები ამბობენ, ამ მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე რეგულაციები არ არსებობს. 

წყარო: „მთავარი არხი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე