რეზონანსი
(29.07.2022)

არსებული ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენში, რომელიც გუდაურში ჩამოვარდა, 2 პილოტთან ერთად რამდენიმე მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა, საუბარია 8-9 ადამიანზე. ამ ეტაპზე ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ზუსტად ჩამოვარდნას არ შევსწრებივარ, რომ ჩამოვარდა, მაშინ გამოვიარე, როცა კვამლმა დაიწყო ამოსვლა. საშინელი კვამლი იყო, ხალხი ყვიროდა, ტიროდა, ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. იქ ყველა ამბობდა, რომ ძალიან საეჭვოა ცოცხლები იყვნენ, დაზუსტებით ვერ გეტყვით", - განაცხადა "კურიერთან" ერთ-ერთმა თვითმხილველმა მარიამ მოსეშვილმა.

წყარო: „რუსთავი 2“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე