რეზონანსი
(29.07.2022)

უბედური შემთხვევა გუდაურში - სპეციალისტები ამბობენ, რომ პარაპლანით ფრენისას უბედური შემთხვევების გახშირების მიზეზი რეგულაციების არარსებობაა. 

ისინი საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას ითხოვენ. 

კანონი არ არსებობს ოფიციალურად, რომ რაღაცა დაარეგულიროს. არსებობს პარაპლანინგის ფედერაცია, რომელიც გასცემს ლიცენზიას და ასწავლის პროფესიონალურ დონეზე, მაგრამ სამწუხაროდ არის კიდევ თვითნასწავლი პილოტები, არიან უცხოელი პილოტებიც რომლებმაც არ იციან ან არ აქვთ ოფიციალური სკოლა გავლილი.

მცირე ავიაციასაც, არ არსებობს ისეთი რეგულაცია, რამაც შეიძლება გააკონტროლოს. ვერავინ ვერ გააკონტროლებს, სადღაც მთაზე ჩანთით პარაპლანი აიტანა და გადმოფრინდა. ვერ გაყვება მას უბრალოდ ვერავინ. დარეგულირდეს ეს ყველაფერი. არსებობს ფედერაცია მაგისთვის, მაგრამ არ აქვს ფედერაციას იმხელა შესაძლებლობა, რომ საკანონმდებლო დონეზე მიხედოს ამ თემას. ეს უნდა იყოს და აუცილებელიცაა, - ამბობს ერთ-ერთი პარაპლანისტი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე