რეზონანსი
(29.07.2022)

რა საკვირველია, საქართველოში ომი საქართველოსა და ამ ქვეყნის გულშემატკივარი არც ერთი სახელმწიფოს ინტერესში არ არის - ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც აშშ-ს ელჩმა თქვა, რომ საქართველოში ომის დაწყების პროპაგანდა რუსული საქმის კეთებაა, - ეს განცხადება დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველოში ომის დაწყების კონტექსტში განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან და ზოგიერთი ევროპელი და ადგილობრივი პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთდა, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება კატეგორიულად შეეწინააღმდეგა.

"ჩვენ ამაზე გვქონდა უმკაცრესი რეაქცია, რადგან კარგად გვესმის, რომ ომის დაწყება და ამის პროპაგანდა არის საქართველოს უფსკრულში ჩათრევა.

მე არასდროს მითქვას, რომ დასავლეთს უნდა საქართველოში ომი, მაგრამ მითქვამს და ვამბობ, რომ დასავლეთში შეიძლება არსებობდნენ პოლიტიკოსები, ვინც ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუკი შეტევის ახალი ფლანგი სადმე სხვაგან გაიხსნებოდა", - განაცხადა სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე