რეზონანსი
(29.07.2022)

ხონში, სტუდენტურ ბანაკში, ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა. სავარაუდოდ, მოწამვლა წყაროს წყალმა გამოიწვია. ცხრა სტუდენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბანაკიდან ჯერ ხონის, შემდეგ კი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, ახალგაზრდები სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ, მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს, მათ დეზინტოქსიკაცია და საჭირო კვლევები ჩაუტარდათ. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ამ დროისთვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ახალგაზრდები სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ სამედიცინო დაწესებულებას. 

არსებული ინფორმაციით, ხონში ბანაკი "თავისუფალი უნივერსიტეტის" მიერ მოეწყო. ამ დროისთვის, უნივერსიტეტის წარმომადგენლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე