რეზონანსი
(29.07.2022)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მსოფლიოში არავინ დებს ტერორიზმში იმხელა ინვესტიციას, რამდენსაც რუსეთი.

მისი თქმით, მხოლოდ დღის პირველ ნახევარში კიევში განგაშის სიგნალი 4-ჯერ ჩაირთო და რუსეთის არმიამ კიევის რეგიონზე სარაკეტო იერიშები განახორციელა. პრეზიდენტის თქმით, კვლავ გრძელდება იერიშები ნიკოლაევსა და დონბასზე.

„მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ სენატორებს, რომლებმაც ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, აღიაროს რუსეთი, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო“, - განაცხადა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე