რეზონანსი
(29.07.2022)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში, 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის 7 პირია დაკავებული. 

ჯერჯერობით, უცნობია, არის თუ არა დაკავებულებს შორის პირი, რომელმაც მირიან კუკავას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

შსს-ში ამბობენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

7 დაკავებულიდან სამის ვინაობა "მთავარი არხისთვის" ცნობილია. ესენი არიან: ირაკლი ასლანაძე, გიორგი კუჭავა და გიორგი ხორავა. ასლანაძეს გამოძიება ხულიგნობას ედავება. 

შეგახსენებთ, ცხვარიჭამიაში სისხლიანი დაპირისპირება გუშინ, 18 წლის გოგოს დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც შემდეგ სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე