რეზონანსი
(29.07.2022)

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ნაფიც მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. 

წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას 12-დან 8 ნაფიც მსაჯულმა დაუჭირა მხარი.

სასამართლომ მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

2022 წლის 24 იანვარს სოციალურ ქსელებში და შემდეგ უკვე მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ მეტროს ერთ-ერთ სადგურზე პოლიციის თანამშრომლები არასრულწლოვანი შშმ პირზე ძალადობდნენ. პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციელები კახა ბაკაშვილი და ნუკრი ბაქრაძე 25 იანვარს დააკავეს. 14 ივლისს პატიმრობიდან გათავისუფლდა პოლიციელი, რომელიც ესწრებოდა მისი მეწყვილის მერ შშმ არასრულწლოვანის ცემას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე