რეზონანსი
(29.07.2022)

ცხვარიჭამიაში, 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ყველა პირი, ვინც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მცხეთის პოლიციაში გამოიკითხა.

სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს, ესენი არიან: ირაკლი ასლანაძე, გიორგი კუჭავა და გიორგი ხორავა. ცნობილია, რომ ასლანაძეს გამოძიება ხულიგნობას ედავება. 

რაც შეეხება სისხლიანი დაპირისპირების მთავარ ფიგურანტს, რომელმაც გარდაცვლილ მირიან კუკავას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს. 

შეგახსენებთ, ცხვარიჭამიაში სისხლიანი დაპირისპირება გუშინ, 18 წლის გოგოს დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც შემდეგ სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: "მთავარი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე