რეზონანსი
(28.07.2022)

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ბათუმელი მეზღვაური ინდოეთის ოკეანეში ტრაგიკულად დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 27 ივლისს მოხდა. ინფორმაციას „აჭარა.News" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტანკერზე, რომლითაც ქიმიური ნივთიერებები გადაჰქონდათ, გაჟონვა მოხდა, რის შედეგადაც 39 წლის მეზღვაური, ირაკლი ბოლქვაძე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

წყარო: "მთავარი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე