რეზონანსი
(28.07.2022)

ასე აფასებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმ ფაქტს, რომ გურამ მაჭარაშვილი „ქართულ ოცნებას" ტოვებს და სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის ჯგუფს უერთდება.

როგორც კობახიძე განმარტავს, მას, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელს, არ აქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას უთხრას ის, რაც კულისებსა და კაბინეტში ხდება, სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის ჯგუფი კი ამ სტატუსისგან გათავისუფლებულია.

"ადამიანურად ეს სამწუხაროა. გურამთან ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე გვერჩივნა, რომ ჩვენ ერთი პარტია ვყოფილიყავით, ერთი ფრაქცია და გუნდი. თუმცა, იცით, რომ რამდენიმე ადამიანმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. მათ სურთ, გათავისუფლდნენ სტატუსისგან იმისთვის, რომ მეტი თქვან საზოგადოების წინაშე. ეს მათი არჩევანია, ჩვენ ამაზე განსხვავებული შეხედულებები გვქონდა. მე მაგალითად, სრულ სიმართლეს ვერ ვეუბნები საზოგადოებას, იმისთვის, რომ რაღაცებს გავუფრთხილდე. მე, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელს, არ მაქვს საშუალება, რომ საზოგადოებას ვუთხრა, ის, რაც კულისებსა და კაბინეტში ხდება, იმისთვის, რომ რაღაცებს გავუფრთხილდე.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვექნება პარლამენტში პრობლემები. ჩვენ მყარი უმრავლესობა გვაქვს და ყველა გადაწყვეტილება სათანადოდ იქნება მიღებული. გუნდი ერთიანია და ძლიერი",-აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას" ტოვებს და დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით განაგრძობს პარლამენტში საქმიანობას. როგორც მან თავად განმარტა, გუნდს ტოვებს იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას მსგავსად იმ დეპუტატებისა, რომლებმაც ეს უკვე გააკეთეს. მისივე განმარტებით, „ქართულ ოცნებასთან" არ აქვს რაიმე პოლიტიკური შეუთავსებლობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე