რეზონანსი
(28.07.2022)

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერის" გვერდზე წერს.

მისივე თქმით, მოძალადეებს უკრაინის შეიარაღებული ძალები აჩერებს.

„რუსეთი საქართველოსა და უკრაინას თავს დაესხა, მაგრამ ნატო-ში ფინეთის გაწევრიანება „ჩაყლაპა". მოსკოვი ემუქრება მოლდოვას, მაგრამ თურქეთთან კონფლიქტს თავს არიდებს. პუტინი თავს შეშლილად აჩვენებს, მაგრამ ასე არ არის. ის არის მოძალადე, რომელიც აბუჩად იგდებს სუსტს და ძლიერს გაურბის. რა აჩერებს მოძალადეებს? არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა (ATACMS) და უკრაინის შეიარაღებული ძალები", - წერს პოდოლიაკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე