რეზონანსი
(28.07.2022)

კრაკოვის პოლიციამ გაანეიტრალა ქართველების დაჯგუფება, რომელიც მანქანებიდან კატალიზატორებს იპარავდა. დაჯგუფება შედგებოდა ოთხი ქართველისაგან.

დანაშაულში ფიგურირებს 31 წლის პოლონელიც, რომელიც ავტომობილების მოპარულ ნაწილებს ასხვისებდა. მის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველებმა 130-მდე კატალიზატორი აღმოაჩინეს.

ვრცელდება კადრებიც, სადაც ასახულია თუ როგორ ცდილოს ორი ქართველი კატალიზატორის მოხსნას, რა დროსაც ერთ-ერთს ავტომობილი დაეცა.

წყარო: „რუსთავი2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე