რეზონანსი
(28.07.2022)

ენტონი ბლინკენი უახლოეს მომავალში სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარს გამართავს. ინფორმაციას Politico ავრცელებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს ბლინკენისა და ლავროვის პირველი საუბარი იქნება.

შტატების სახელმწიფო მდივანს რუს კოლეგასთან, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისა და რუსეთში დაკავებული ამერიკელების გაცვლის საკითხის განხილვა სურს. საუბარია ჯაშუშობაში ბრალდებულ პოლ უელანსა და ბრიტნი გრინერზე.

პრესის ინფორმაციით, დაკავებულების გასათავისუფლებად შტატები იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის გაცვლაზეა თანახმა, რომელიც ამჟამად ტერორიზმის ხელშეწყობისთვის 25-წლიან სასჯელს იხდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე