რეზონანსი
(28.07.2022)

უკრაინელებმა 24 თებერვლიდან დღემდე, 40 230 რუსი სამხედრო მოკლეს, აქედან 160 - ბოლო 24 საათში, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.

„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1742 ტანკი, 3979 ჯავშანტექნიკა, 894 ერთეული საარტილერიო სისტემა, 258 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 117 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 222 საბრძოლო თვითმფრინავი, 190 ვერტმფრენი, 729 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2854 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 75 ერთეული სპეცტექნიკა და 174 ფრთოსანი რაკეტა", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე