რეზონანსი
(28.07.2022)

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა ბირთვული ომის შესაკავებლად საშუალებების მობილიზებისთვის და აშშ-სთან ნებისმიერი სამხედრო შეტაკებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

როგორც „როიტერი" წერს, კიმ ჩენ ინმა გააკრიტიკა სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტიც და სეული გააფრთხილა, რომ ომის ზღვარს უახლოვდება. აღნიშნულის შესახებ კიმ ჩენ ინმა კორეის ომის საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან 69-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

„ჩვენი შეიარაღებული ძალები სრულად მომზადებული არიან ნებისმიერ კრიზისზე საპასუხოდ და ბირთვული ომის ჩვენი ეროვნული შეკავების სისტემა ასევე სრულად არის მობილიზებული, ზუსტად და სწრაფად განახორციელოს მისია", - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

მისვე თქმით, ფხენიანის მიმართ მტრული პოლიტიკის გატარება ხელს უშლის მოლაპარაკებების განახლებას, რომელიც ბირთვულ ამბიციებზე უარის შემთხვევაში, ქვეყანაზე დაწესებული სანქციების შერბილებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე