რეზონანსი
(28.07.2022)

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დასახლებაში დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული.

პროცესები ნარკორეალიზატორების დაკავებას უკავშირდება.

51 წლის კაცი სამართალდამცავებმა განყოფილებაში რამდენიმე წუთის წინ წაიყვანეს, თუმცა პოლიცია ადგილზე ამ დრომდე რჩება. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება დაკავებულს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-რეალიზაციას ედავება.

ფონიჭალა ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც დღეს სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. "კურიერის" ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში 10-ზე მეტი ეჭვმიტანილია დაკავებული.

წყარო: „რუსთავი2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე