რეზონანსი
(26.07.2022)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ალტერნატიულ ჯგუფში მუშაობა კონსტიტუციური ჩარჩოებში არ ჯდება და ამით, პარტიები შეურაცხყოფას აყენებენ ევროპარლამენტარებსაც და საკუთარ ამომრჩევლებსაც.

„პირველი, ეს არის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, მეორე - იმ ევროპარლამენტარების შეურაცხყოფა, რომლებმაც მოუწოდეს, რომ უნდა ჩართულიყვნენ პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში და მათ ეს არ გააკეთეს, მესამე - ესაა იმ ამომრჩევლების შეურაცხყოფა, რომლებმაც ეს ხალხი პარლამენტში აირჩია. ამ ადამიანებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბოლოსდაბოლოს არასერიოზულებად ჩამოყალიბდნენ“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

პარლამენტის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართვის ნაცვლად, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ალტერნატიულ ჯგუფში მუშაობენ. მათ სამი თემატური შეხვედრა უკვე გამართეს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამგვარად მოქმედებას საშემოდგომო სესიამდე აპირებს, შემდეგ საკუთარ კანონპროექტებს კომიტეტის სხდომებზე გაიტანენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე