რეზონანსი
(26.07.2022)

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, გალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე 1998 წელს დაბადებული ქრისტინე თაკალანძე დააკავეს. აფხაზური მხარის მტკიცებით, ის ქართული მხარის სასარგებლოდ აფხაზეთში ინფორმაციას აგროვებდა.

ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ჯაშუშის" დაკავების ვიდეოც გამოაქვეყნა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უწყება ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქე ქართული დაზვერვის დავალებით აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას.

ქართველი გოგონა 20 ივლისს დააკავეს, 25 ივლისს კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ვიდეოში, რომელიც აფხაზურმა უწყებამ გაავრცელა, ჩანს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საბანკო ბარათი, ასევე სხავდასხვაა ქართული აფთიაქების ფასდაკლების ბარათები, ქართულ ენაზე დაწერილი ტექსტები სხვადასხვა ფურცლის ნაგლეჯებზე.

მეზობლების თქმით, ქრისტინე თაკალანძე 24 წლისაა. მასთან ერთად მამა და ძმა ცხოვრობენ. დედა დაშორებულია მამას და თავად ქრისტინე ქმარს დაცილებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე