რეზონანსი
(25.07.2022)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეცვალა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური - ამის შესახებ სპეციალური განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. 

განკარგულების თანახმად, პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გენერალ-მაიორი გრიგორი გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„გაათავისუფლეთ გრიგორი ანატოლიევიჩ გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თანამდებობიდან“, - ნათქვამია განკარგულების ტექსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე