რეზონანსი
(25.07.2022)

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლური დი­რექ­ტორი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ოჯა­ხის ექიმებს, კოვიდკლი­ნი­კებსა და კოვიდპა­ცი­ენ­ტებს ურჩევს, სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ პრეპარატები - "პაქსლო­ვი­დი" და "რემ­დე­სი­ვი­რი".

"მთელ მსოფ­ლი­ო­ში გრძელ­დე­ბა COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა. ა.წ. 20 ივ­ლისს მსოფ­ლი­ო­ში COVID-ით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა 2000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა (მათ შო­რის აშშ-ში - 367, ბრი­ტა­ნეთ­ში - 144, ის­რა­ელ­ში - 27 და ა.შ.). ეს იმათ სა­ყუ­რა­დღე­ბოდ, ვინც ომიკ­რო­ნის შტა­მე­ბით გა­მოწ­ვე­ულ COVID-ს სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვამს.

სა­ქარ­თვე­ლო­შიც ბოლო პე­რი­ოდ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი დღემ­დე რჩე­ბა მი­ნი­მა­ლურ (მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე და­ბალ) ნიშ­ნულ­ზე, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ყვე­ლა რგო­ლის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბით.

Capitel.ge

თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა სა­ი­მე­დო­დაა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი (სა­ბედ­ნი­ე­როდ დიდი უმ­ცი­რე­სო­ბა), რომ­ლებ­საც აღი­ზი­ა­ნებთ ეს სი­ტუ­ა­ცია?! და ისე­თე­ბიც არი­ან, რომ­ლე­ბიც COVID ავა­დო­ბის და შე­სა­ბა­მი­სად გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის დროს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას და ექი­მებს ლან­ძღა­ვენ. ხოლო მა­შინ, როცა ძა­ლი­ან კარ­გი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გვაქვს, ცდი­ლო­ბენ ეს ფაქ­ტი არ შე­იმ­ჩნი­ონ ან თვლი­ან, რომ ეს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის და ექი­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა კი არ არის, არა­მედ უბ­რა­ლოდ გვი­მარ­თლებს?! რას ვი­ზამთ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბიც ჩვე­ნი სი­ნამ­დვი­ლის ნა­წი­ლია და მათ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბაც უნდა ვის­წავ­ლოთ.

COVID არ­სად წა­სუ­ლა და სა­ვა­რა­უ­დოდ კარ­გა ხანს შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა რო­გორც ერთ-ერთი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ COVID-თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და სწო­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი და კლი­ნი­კუ­რი მარ­თვით შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი დღე­ვან­დელ მი­ნი­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე და თა­ვი­დან ავი­ცი­ლით COVID-ის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა ცხოვ­რე­ბის ხა­რისხსა და ეკო­ნო­მი­კა­ზე. ამის გა­რან­ტია ვაქ­ცი­ნა­ცი­ით მოც­ვის გაზ­რდას­თან ერ­თად (ბუს­ტერ დო­ზე­ბის ჩათ­ვლით) არის COVID-ზე დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა, დრო­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია ექიმ­თან და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბის დრო­უ­ლი და­წყე­ბა. ბოლო თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე არ­ცერ­თი COVID ავად­მყო­ფი, მათ შო­რის ხან­დაზ­მუ­ლი ასა­კის და/ან მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბიც კი დი­აგ­ნოს­ტი­კის და მკურ­ნა­ლო­ბის დრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ დამ­ძი­მე­ბუ­ლე­ბა და მი­თუ­მე­ტეს არ გარ­დაც­ვლი­ლა.

ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ ომიკ­რო­ნის შტა­მე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი COVID-ის სიმპტო­მე­ბი პირ­ველ დღე­ებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ გან­სხვავ­დე­ბა სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის სიმპტო­მე­ბი­სა­გან. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია და უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე უკ­ლებ­ლივ ყვე­ლამ ჩა­ვი­ტა­როთ COVID ტეს­ტი­რე­ბა, რაც უფა­სოა და ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მია და COVID-ის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ზედ­მი­წევ­ნით შე­ვას­რუ­ლოთ ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ყვე­ლამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ დრო­უ­ლი მი­მარ­თვის და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ მკურ­ნა­ლო­ბის დრო­უ­ლი და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია, რომ არ მოხ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტის დამ­ძი­მე­ბა და მი­თუ­მე­ტეს არ დად­გე­ბა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი. ყვე­ლამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვის­წავ­ლოთ COVID-ის პი­რო­ბებ­ში უსაფრ­თხოდ ცხოვ­რე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა.

მინ­და და­ბე­ჯი­თე­ბით ვურ­ჩიო ყვე­ლა ოჯა­ხის ექიმს, ყვე­ლა COVID კლი­ნი­კას და COVID პა­ცი­ენ­ტებს, სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად, პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გა­მო­ი­ყე­ნონ პაქსლო­ვი­დი და რემ­დე­სი­ვი­რი და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­ი­ყე­ნონ ის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი (ივერ­მექ­ტი­ნი, ფლუ­ვოქ­სა­მი­ნი (ფე­ვა­რი­ნი), ფა­ვი­პი­რა­ვი­რი, კოლ­ხი­ცი­ნი და სხვ.) რო­მელ­თა ეფექ­ტი არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბით და არა აქვთ სე­რი­ო­ზუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბის (FDA, EMA და სხვ.) ნე­ბარ­თვა. ამით ჩვენ გა­და­ვარ­ჩენთ ათა­სო­ბით COVID ავად­მყო­ფის სი­ცო­ცხლეს",- წერს ცერ­ცვა­ზე Facebook-ზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე