რეზონანსი
(24.07.2022)

„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, დეპუტატი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ თუ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად „ნაცმოძრაობის", „ლელოს" და „სტრატეგია აღმაშენებლის" მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა არ იქნება გაზიარებული, ისინი განიხილავენ ზეწოლის სხვა ბერკეტებს, მათ შორის საპროტესტო აქციებსაც.

„ხვალიდან იწყება სამუშაო ჯგუფების პრაქტიკული მუშაობა, რომლებიც საპარლამენტო ოპოზიციამ არასამთავრობო სექტორთან ერთად შევქმენით. ხვალ იქნება სამი საკითხის განხილვა - ეს არის საარჩევნო , მართლმსაჯულების და ანტიკორუფციული საკითხები. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ეს იყოს ინკლუზიური პროცესი. თუ არ იქნება ეს გაზიარებული, განვიხილავთ ზეწოლის სხვა ბერკეტებს. ქვეყნის შიგნიდან ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდი არის, ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები", - აცხადებს ჩიხლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე