რეზონანსი
(18.07.2022)

ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას" ეშინია, რომ დანაშაულები, რომელსაც წლების მანძილზე ჩადიოდნენ ფარული მიყურადების თუ არჩევნების გაყალბების კუთხით, საჯარო გახდება.

„გოგაშვილი დააკავეს არა იმიტომ, რომ ვინმეს პირად ცხოვრებაში ჩარევა დანაშაულად მიაჩნიათ ამ ქვეყანაში, ან გოგაშვილი უსმენდა მარტო და სხვები არა, ის იმიტომ დააკავეს, რომ სისტემამ იგრძნო, შეიძლება ინფორმაცია იმ დანაშაულების შესახებ, რასაც ორგანიზებულად ჩადიოდა „ქართული ოცნება", ყველასთვის ცნობილი გახდეს. ისინი უსმენდნენ სასულიერო პირებს, ელჩებს, პოლიტიკოსებს, არავინ არის დაცული არც სამზარეულოში და არც საძინებელში. მათთვის ადვილი არ იქნება გოგაშვილისთვის ბრალის წაყენება, რადგან ის ფლობს ბევრ ინფორმაციას დანაშაულების შესახებ, რასაც წლების მანძილზე ჩადიოდა „ქართული ოცნება", მათ მოუწევთ თანამშრომლობა ერთმანეთთან, ახლა გოგაშვილი დაკავებულია იმისთვის, რომ თავისუფლება მოიპოვოს დუმილის სანაცვლოდ. სინამდვილეში ჩემი ინფორმაციით, გოგაშვილის ხელშია სერიოზული მტკიცებულებები, თუ როგორ ხდებოდა თვალთვალი, მოსმენა, მიყურადება და გავრცელება ამ ჩანაწერების, ასევე მთელი სქემები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ამის შეეშინდა „ქართულ ოცნებას" და მას თავისუფლება აღუკვეთეს, რომ არ გაამჟღავნოს ინფორმაცია", - განაცხადა მანჯგალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე