რეზონანსი
(18.07.2022)

"ქართული ოცნების" ლიდერებმა უკვე გააკეთეს ოფიციალური განცხადებები, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, შესაბამისად, კვორუმის არარსებობის გამო, რიგგარეშე სხდომები ვერ ჩატარდება. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მიზეზი არსებობს, როგორც "ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, ისინი პოლიტიკურად არ გეგმავენ მონაწილეობა მიიღონ პროცესში, რომელიც ოპოზიციამ დაგეგმა და ეს პროცესი პოლარიზაციას უფრო მეტად გააღრმავებს.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული პროცესი წინააღმდეგობაში მოდის საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტთან, რადგან განსახილველ საკითხებს არ აქვს გავლილი საკომიტეტო მოსმენები.

"საქართველოს პარლამენტის წევრების ნაწილმა პრეზიდენტს მიმართა რიგგარეშე სესიის მოწვევის წერილით, რომელშიც განსაზღვრა 4 კანონპროექტი, როგორც რიგგარეშე სესიისთვის განსახილველი საკითხები. პრეზიდენტმა 15 ივლისის განკარგულებით დანიშნა სესია, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტებს ჯერ არ აქვთ გავლილი საკომიტეტო მოსმენები და არ არის წამყვანი კომიტეტების დასკვნები წარმოდგენილი არცერთ მათგანზე, ამიტომ ის პლენარული სხდომის დღისწესრიგში ვერ მოხვდება, შესაბამისად, პლენარული სხდომისთვის განსახილველი საკითხები, ამ კუთხით, არ არის წარმოდგენილი და არ გვაქვს," - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე