რეზონანსი
(16.07.2022)

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტომანქანა გარეგანათების ბოძს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ბოძი წაიქცა და დაეცა სხვა მსუბუქ ავტომობილს.

ამ დროისთვის ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

წყარო: ბათუმელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე