რეზონანსი
(16.07.2022)

გონიოს ციხესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ორი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე მძღოლი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებს კლინიკაში გადაჰყავს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: პირველი არხი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე