რეზონანსი
(16.07.2022)

„საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, აშშ-ის ელჩ, კელი დეგნანზე „თავდასხმები" საქართველოს დასავლური კურისის წინააღმდეგ „ღია შეტევაა".

ამის შესახებ გიორგი გახარია „ტვიტერზე" წერს და აცხადებს, რომ ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ოკუპანტს ტკბილად ესაუბრებიან, ხოლო პარტნიორებს - თავს ესხმიან.

„მიმდინარე, განმეორებითი თავდასხმები აშშ-ს ელჩზე ღია შეტევაა საქართველოს დასავლური კურსის წინააღმდეგ. ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ოკუპანტს ტკბილად ესაუბრებიან და სტრატეგიულ პარტნიორებს პირადი ინტერესის გამო თავს ესხმიან",- წერს გახარია „ტვიტერზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე