რეზონანსი
(16.07.2022)

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა 38 140-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს.

ამასთან, უკრაინელი სამხედროების მიერ, რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკაც განადგურდა.

„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: მტრის 1677 ტანკი, 3874 ჯავშანტექნიკა, 846 საარტილერიო სისტემა, 247 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 109 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 220 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 687 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 162 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2735 სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 68 ერთეული სპეცტექნიკა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე