რეზონანსი
(08.07.2022)

სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, თუ უკრაინა ვერ შეძლებს ვალდებულების მომსახურებას, ევროკავშირი მზად უნდა იყოს ზარალის მისაღებად და სესხის გაცემამდე დაზღვევის შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.

ევროკომისია უკრაინისათვის გამოყოფილი 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ბლოკავს, ვინაიდან პრობლემურ საკითხად უკრაინის დეფოლტის რისკები სახელდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, სესხის დანაკარგის რეზერვის სახით ევროკომისია თანხის საერთო მოცულობის 9%-ს მოითხოვს, თუმცა ამ შემთხვევაში, საუბარია 70%-იან რეზერვზე, რაც უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია და იმაზე მიუთითებს, რომ ევროკომისიის საბიუჯეტო კომიტეტი აღნიშნულ სესხს დეფოლტის მაღალი რისკის ზონაში განიხილავს.

ერთ-ერთი ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ევროკავშირი უნდა დარწმუნდეს, რომ უკრაინაში დეფოლტის შემთხვევაში, მიღებული ზარალი დაიფარება და ევროკომისია ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს ეძებს ამ სესხთან დაკავშირებული ზოგიერთი დამატებითი რისკის გასაზიარებლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე