რეზონანსი
(08.07.2022)

თუნდაც, ერთი განცხადება, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნება ომისკენ მოწოდებებს, იქნებოდა ძალიან მკაფიო გზავნილი, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობისა და ჩვენი სხვა პარტნიორებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა კელი დეგნანზე საუბრისას განაცხადა.

„ქალბატონი გიგაური ან სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ ომში ჩაერთოს საქართველო. პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის სწორი გზა და ამ დროს ამერიკის ელჩი მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს მათ ყველა საქმეში და ამბობენ, რომ რაც ისინი აკეთებენ, იქცევიან სწორად, აი, ამ დროს თუნდაც, ერთი განცხადება, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნება ომისკენ მოწოდებებს, იქნებოდა ძალიან მკაფიო გზავნილი, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობისა და ასევე, ჩვენი სხვა პარტნიორებისთვის", - განაცხადა სუბარმა.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს ღია წერილით მიმართა, სადაც იგი რამდენიმე თემას განიხილავს და იმედოვნებს, რომ კელი დეგნანისგან პასუხებს მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე