რეზონანსი
(08.07.2022)

თბილისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ქმარი, რომელმაც ცოლი მოკლა, უკვე დაკავებულია.

დანაშაულს შეესწრო შვილიც, რომელმაც პოლიციას და სასწრაფოს მომხდარის შესახებ თავად შეატყობინა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

„ქმარმა ურო ჩაარტყა, ადგილზე გარდაიცვალა" - ამბობენ მეზობლები

58 წლის ქალს ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. მკვლელობა ოჯახის წევრებს შორის შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

65 წლის ზაქრო ვარდიაშვილმა, მეუღლეს მძიმე ჩაქუჩი ჩაარტყა. მიღებული დაზიანების შედეგად კი, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე