რეზონანსი
(08.07.2022)

ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, ბა­ლი­ზე „დიდი ოცე­უ­ლის" სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­საც რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, სერ­გეი ლავ­რო­ვიც ეს­წრე­ბა.

ლავ­რო­ვი „დიდი ოცე­უ­ლის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ვახ­შამ­ზეც იყო, თუმ­ცა ამ ვახ­შამს არ და­ეს­წრნენ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი „დიდი შვი­დე­უ­ლის" ქვეყ­ნე­ბი­დან.

G20-ის ქვეყ­ნე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე, სა­გა­რეო უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ნა­წილ­მა რუ­სე­თის პირ­ველ დიპ­ლო­მატ­თან სერ­გეი ლავ­როვ­თან სა­ერ­თო ფო­ტოს გა­და­ღე­ბა­ზეც უარი თქვა.

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ერ­თო ფო­ტოს გა­და­ღე­ბა­ზე პირ­ვე­ლად უარი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა თქვა.

თა­ვად ლავ­როვ­მა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ვინ არ და­უ­პა­ტი­ჟე­ბია.

„რაც შე­ე­ხე­ბა ჩემ­თან შეხ­ვედ­რებს, გან­ცხა­დე­ბებს, რომ ჩემ­თან ფო­ტო­ებს არ გა­და­ი­ღე­ბენ - მე ხომ არა­ვინ მი­მი­პა­ტი­ჟე­ბია ფო­ტოს გა­და­სა­ღე­ბად და სა­ერ­თო­დაც, არა­ვინ არ­სად არ და­მი­პა­ტი­ჟე­ბია. მე ინ­დო­ნე­ზი­ამ დამ­პა­ტი­ჟა",- გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე