რეზონანსი
(08.07.2022)

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

დაშავებულს, ათ დღეზე მეტია, რაც თბილისში მკურნალობდნენ, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი წუხელ გარდაიცვალა.

ავარია სოფლების, შრომა-კავშირის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, 27 ივნისს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი დედას გაუსხლტა ხელიდან და ქუჩაზე გადაირბინა.

ავტომანქანის მძღოლმა, დამუხრუჭება ვერ მოასწრო დ მცირეწლოვანს შეეჯახა.

დაშავებული თავდაპირველად, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის ან გამომდინარე, ექიმებმა მისი თბილისში მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, თუმცა დამდგარი შედეგის მიხედვით, სამართალდამცველებს მუხლის გადაკვალიფიცირება მოუწევთ

წყარო: tia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე