რეზონანსი
(06.07.2022)

"მზად ვართ მივცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს როცა კომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები ქვეყნის მხრიდან დაკმაყოფილებული იქნება"- ამის შესახებ შარლ მიშელმა სტრასბურგში განაცხადა, ის ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით ევროპული პერსპექტივა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, სამივე ქვეყნის მოსახლეობისთვის გაგზავნილი ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია.

"კრემლის ომმა უკრაინაში შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება. გასულ კვირას 27-მა ევროკავშირის ლიდერმა გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღეს. პირველი, ჩვენ გადავწყვიტეთ ევროპული პერსპექტივის მინიჭება უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის.

ამ სამი ქვეყნის მოსახლეობის მომავალი ევროკავშირში გადის. ჩვენ გადავწყვიტეთ კანდიდატის სტატუსის მიცემა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის. იმისთვის რომ ამ ხალხებისთვის ძლიერი გზავნილი გაგვეგზავნა. ჩვენ ასევ მზად ვართ მივცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როცა კომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები ქვეყნის მხრიდან დაკმაყოფილებული იქნება,"-აცხადებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე