რეზონანსი
(05.07.2022)

"სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებმა, მინისტრებმა და მაღალი რანგის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას აღდგენის გზაზე. მთელი უკრაინელი ხალხის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის" - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.

40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა, ევროპის საინვესტიციო ბანკთან და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან ერთად, ხელი მოაწერეს ლუგანოს დეკლარაციას, რომელიც უკრაინის აღდგენის საგზაო რუკას ასახავს.

მიღებული დეკლარაცია უკრაინას პოლიტიკურ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს.

დეკლარაცია აღდგენისა და განვითარების გეგმას ეფუძნება, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ ლუგანოს კონფერენციაზე წარადგინა.

დეკლარაცია შვიდ პრინციპზეა დაფუძნებული და ის უკრაინის აღდგენის კრიტერიუმებსა და მეთოდებს განსაზღვრავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე