რეზონანსი
(05.07.2022)

ბათუმში, აეროპორტის დასახლებაში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა - ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა.

წყარო: "მთავარი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე